თქვენს პრეზიდენტს ბრალად ედება ომის დანაშაულის ჩადენა - ჯონსონი რუს ხალხს მიმართავს

06.04.22 12:29
თქვენს პრეზიდენტს ბრალად ედება ომის დანაშაულის ჩადენა - ჯონსონი რუს ხალხს მიმართავს

დიდი ბრიტანეთის პრემიერი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ომის დამნაშავეა. ბორის ჯონსონმა საგანგებო მიმართვა რამდენიმე საათის წინ გაავრცელა. მან რუს ხალხს მათსავე  ენაზე მიმართა და კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ის, რაც უკრაინაში ხდება, სისასტიკეა. 

რუსები სიმართლეს იმსახურებენ . თქვენ იმსახურებთ, რომ ფაქტები იცოდეთ. რუსი ჯარისკაცების მიერ ბუჩაში, ირპენსა და უკრაინის სხვა ნაწილებში ჩაედნილმა სისასტიკემ მსოფლიო შეძრა, მშვიდობიანი მოქალაქეები დახოცეს, ხელებშეკრულები დახვრიტეს. ქალები შვილების თვალწინ გააუპატიურეს, სხეულები სასტიკად დაწვეს, მასობრივ საფლავებშ გადაყარეს ან უბრალოდ ქუჩაი დატოვეს. ინფორმაცია იმდენად შოკისმომგვრელი, იმდენად ამაზრზენია, გასაკვირი არ არის, რომ თქვენი მტავრობა თქვენგან მის დამალვას ცდილობს. თქვენმა პრეზიდენტმა იცის, რომო თუ დაინახავდით რა ხდება, მის ომს მხარს არ დაუჭერდით. მან იცის, რომ ეს დანაშაული ღალატობს ყველა რუსი დედის ნდობას, რომელიც სამხედრო სამსახურში წასვლის დროს ამაყად ემშვიდობებოდა შვილს და მან იცის, რომ ეს ლაქაა თავად რუსეთის ღირსებაზე. თქვენს პრეზიდენტს ბრალად ედება ომის დანაშაულის ჩადენა, მაგრამ მე არ მჯერა, რომ ის თქვენი სახელით მოქმედებს, - განაცხადა ჯონსონმა.