ოკუპანტების გაგმა გაშიფრულია - პუტინმა უკრაინაში საომრად კურსანტები გაგზავნა
უკრაინის უშიშროების სამსახურმა მოიპოვა იმ ოკუპანტების სია და დოკუმენტები, რომლებიც დონეცკის ოლქში გაანადგურეს. ინფორმაციას უშიშროების სამსახურის სპიკერი, არტიომ დეხტიარენკო ადასტურებს. მისი თქმით, დოკუმენტებს შორის არის პასპორტები, მივლინებების ბარათები და ოკუპანტების გეგმა, როგორ დაიპყრონ დონეცკის ოლქი.
თუმცა, მთავარი მიგნება სხვაა. როგორც აღმოჩნდა, პუტინის რეჟიმმა ომში საზარბაზანე ხორცად კურსანტები გამოიყენა- მოსკოვის უმაღლესი სამეთაურო სასწავლებლის მოსწავლეები. ისინი არა მხოლოდ ომში გაუშვეს, არამედ, მივლინება გაუფორმეს, როგორც სტაჟირება - განაცხადა დეხტიარენკომ.
დოკუმენტებს შორის უკრაინის უშიშროების სამსახურმა აღმოაჩინა:
ტაქტიკური მომზადების სახელმძღვანელო, რომელიც ითვალისწინებს ანტიდივერსიულ ბრძოლებს, კერძოდ კი ნატო-სთან სამხედრო-პოლიტიკურ წინააღმდეგობას.
მივლინების ტალონები, სადაც არ არის აღნიშნული დანიშნულების ადგილი და ვადა.
მოტომსროლელი ბატალიონის წევრთა სია, სადაც ბევრია წვევამდელები და კურსანტები
რუსეთის მოქალაქეთა პასპორტები, სამხედრო ბილეთები და ა.შ.
აღნიშნული საბუთები უკრაინის უშიშროების სამსახურმა დაურთო საერთაშორისო საასამართლოსთვის განკუთვნილ სისხლის სამართლის საქმეს, როგორც პუტინის სამხედრო დანაშაულის მტკიცებულება.
ამ დოკუმენტების მფლობელებმა ვერ მოასწრეს ტყვედ ჩაბარება, ან უკრაინიდან გაქცევა. მათ მიიღეს დამსახურებული სასჯელი ჩადენილი დანაშაულებებისთვის- სიკვდილი.
ჩვენ ვაგრძელებს მუშაობას, დიდება უკრაინას- განაცხადა დეხტიარენკომ.