რუსმა აგრესორებმა მთელი ღამის განმავლობაში ხარკოვის მიმართულებით 10 სარაკეტო იერიში მიიტანეს

06.04.22 14:03
რუსმა აგრესორებმა მთელი ღამის განმავლობაში ხარკოვის მიმართულებით 10 სარაკეტო იერიში მიიტანეს

ხარკოვის მიმართულებით მთელი ღამის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა 10 სარაკეტო იერიში მიიტანეს, თუმცა უკრაინული არმია პოზიციებს არ თმობს- აცხადებს ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინოგუბი.

მხოლოდ ამ ღამის განმავლობაში რუს აგრესორებს ჰყონდათ შეტევის 30 მცდელობა, სხვადასხვა იარაღიდან ესროდნენ საცხოვრებელ კვარტალებს. მტერს სურს, მოახდინოს ჩვენი ძალების დემორალიზება და გვაყენებს ქაოტურ დარტყმებს ძირითადად სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიმართულებით - წერს სინოგუბი.

ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ დღეს მტერი აქტიურ ბრძოლებს აწარმოებს ქალაქ იზიუმის მიმართულებით, თუმცა, ვერ ახერხებს წარმატებას და დიდი დანაკარგებიც აქვს.

იზიუმის ხელისუფლება მოუწოდებს მოსახლეობას, საშიშროებიდან გამომდინარე, მოძებნონ უფრო უსაფრთხო ადგილი, ან დატოვონ ქალაქი.

 

 

მსგავსი სიახლეები