კიევიდან ჯარების გამოყვანა პუტინის კეთილი ნების დემონსტრირება იყო - დიმიტრი პესკოვი

06.04.22 14:21
კიევიდან ჯარების გამოყვანა პუტინის კეთილი ნების დემონსტრირება იყო - დიმიტრი პესკოვი

კიევიდან ჯარების გამოყვანა პუტინის კეთილი ნების დემონსტრირება იყო - ამის შესახებ კრემლის პრეს-სპიკერიმა, დიმიტრი პესკოვმა, განაცხადა. მისი ინფორმაციით, ასეთი ნაბიჯი აუცილებელი იყო მოლაპარაკებების წარმატებებისთვის.

რუსეთის ხელისუფლებას შეუძლია, მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მოლაპარაკებების დროს, ამიტომაც ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, გასცა განკარგულება, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დატოვონ რეგიონი - განაცხადა პესკოვმა.

თურქეთში 29 მარტს გამართული რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების დასრულებისთანავე რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმერ მედიანსკიმ, განაცხადა, რომ მათი არმია ,,კარდინალურად შეამცირებს შეტევას ჩერნოგოვისა და კიევის მიმართულებით. თუმცა, მისივე განმარტებით, ეს არ ნიშნავდა ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილებას.

 

მსგავსი სიახლეები