უკრაინის დახმარება უნდა განვაგრძოთ, თუმცა ესკალაციაში არ უნდა ჩავერთოთ - ბორელი

06.04.22 14:05
უკრაინის დახმარება უნდა განვაგრძოთ, თუმცა ესკალაციაში არ უნდა ჩავერთოთ - ბორელი

"ევროკავშირს  უკრაინის დამარცხება არ სურს, ამიტომ სამხედრო შეიარაღების მიწოდებას და რუსეთის წინააღდეგ სანქციების გამკაცრებას განაგრძობს," - ამის შესახებ საგარეო საკითხებში ევროგაერთიანების უმაღლესი კომისარმა,  ჯოზეფ ბორელმა, განაცხადა. 

ამასთან, დიპლომატმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი რუსეთთან ღია კონფლიქტში არ უნდა შევიდეს.

ჩვენ უკრაინის შეიარაღება უნდა განვაგრძოთ, თუმცა სხვა ქვეყნების მსგავსად ესკალაციაში არ უნდა შევიდეთ. ასეთ ტიპის კონფლიქტებში გამარჯვება  იარაღით და მოწინააღმდეგის ეკონომიკური დასუსტებით ხდება. ჩვენ ბალანსის რთულ სიტუაციაში ვართ. ჩვენ უკრაინის დახმარება გვინდა, თუმცა კონფლიქტში შესვლა არ გვსურს.

ევროკავშირი საომარი კავშირი არ არის, მაგრამ მე ვთვლი, რომ უკრაინას უნდა დავეხმაროთ. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, თუმცა წითელ ხაზს არ გადავდივართ, რომ კონფლიქტი კიდევ უფრო არ გავრცელდეს,   - განაცხადა ბორელმა.