რუსებმა უგლედარში ჰუმანიტარული დახმარების რიგში მდგარი ხალხი დაბომბეს - არის მსხვერპლი

06.04.22 14:36
რუსებმა უგლედარში ჰუმანიტარული დახმარების რიგში მდგარი ხალხი დაბომბეს - არის მსხვერპლი

ქალაქ უგლედარში რუსმა ოკუპანტებმა რეაქტიული არტილერიიდან ჰუმანიტარული ტვირთის დარიგების ადგილი დაბომბეს. შეტევის შედეგად 2 მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა და 5 დაიჭრა. ინფორმაციას დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პაველ კირილენკო, ადასტურებს.

რუსმა ფაშისტებმა ჰუმანიტარული ტვირთის დარიგების ადგილი რეაქტიული არტილერიით დაბომბეს. ამ დროისთვის დაზუსტებულად ვიცით 2 გარდაცვლილისა და 5 დაჭრილის შესახებ.

რაც რუსებმა უკრაინაში ჩაიდინეს, ხდება ყველა დანაშაულის დოკუმენტირება. დამნაშავეებს შენდობა არ ექნებათ! - განაცხადა კირილენკომ.

 

 

მსგავსი სიახლეები