ბუჩა მოწამეთა ქალაქია, ხოლო რუსების ქმედება ხოცვა-ჟლეტაა - რომის პაპი
რომის პაპი რუსულ სისასტიკეს გმობს - მან ყოველკვირეულ აუდიენციაზე რუსი ოკუპანტების სისასტიკე დაგმო და ბუჩადან გამოგზავნილი უკრაინის დროშა აღმართა.
სასკლადქცეულ ბუჩას „მოწამეთა ქალაქი“ უწოდა, ხოლო რუს ოკუპანტების ქმედებებს - ხოცვა-ჟლეტა“
უკრაინაში ომის ბოლოდროინდელმა ამბებმა, ნაცვლად შვებისა და იმედისა, ახალი ისეთი სისასტიკე მოგვიტანა, როგორიცაა ბუჩას ხოცვა-ჟლეტა. სისასტიკე, რომელიც სულ უფრო და უფრო შემზარავი ხდება, თუნდაც მშვიდობიანი მოსახლეობის, დაუცველი ქალებისა და ბავშვების მიმართ.
ესენი არიან მსხვერპლნი, რომელთა უდანაშაულო სისხლი სამოთხეს უხმობს და ევედრება: "შეაჩერე ეს ომი! იარაღები გაჩუმდეს! შეწყვიტე სიკვდილის და ნგრევის თესვა". გუშინ ბუჩადან მომიტანეს ეს დროშა. ეს არის ომიდან, იმ წამებული ქალაქიდან - თქვა რომის პაპმა.
ვატიკანის დარბაზში აუდიენციას ესწრებოდნენ უკრაინელი ბავშვები, რომლებიც იძულებულნი გახდნენ, დროებით დაეტოვებინათ სამშობლო მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაიწყო ომი. რომის პაპმა მათ შოკოლადის სააღდგომო კვერცხები გადასცა.