"ოკუპანტები ნაღმებს საცხოვრებელ სახლებშიც ტოვებდნენ" - ბუჩაში უკრაინის შს მინისტრი და გენპროკურორი ჩავიდნენ
ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ბუჩაში უკრაინის შს მინისტრი და გენპროკურორი ჩავიდნენ. მთავრობის წარმომადგენლები ქალაქში არსებულ მდგომარეობას გაეცნენ. შს მინისტრის თქმით, მხოლოდ ერთ დღეში პოლიციის თანამშრომლებმა 4 ათასი ასაფეთქებელი ნივთერება ამოიღეს. მთელი ქალაქი დანაღმულია. ოკუპანტებს ყუმბარები საცხოვბრებელ სახლებშიც კი დატოვებული აქვთ.
მხოლოდ გუშინ მაშველებმა აღმოაჩინეს 4 ათასი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც ბუჩაში იყო დატოვებული. ერთი საბრძოლო დღე ნიშნავს, რომ ტერიტორიების ნაღმებისგან გაწმენდა სჭირდება 1 თვე. ახლა დათვალეთ რამდენი დღე მიდიოდა საბრძოლო მოქმედებები აქ და რამდენი ხანი დასჭირდება ტერიტორიის გაწმენდას საბრძოლო მასალებისგან. ოკუაპნტები შედიოდნენ ბინებში და თუ იქ იყო უკრაინული სიმბოლიკა ან დოკუემნტი, რომლის მფლობელის ჯარში ყოფნას დაადასტურებდა, ნაღმავდნენ, რომ უკან დაბრუნებული აფეთქებულიყო. ახლა თქვენ ხედავთ ასაფეთქებელი მოწყობილობების ნიმუშებს. ასეთ ყოველდღე ვპოულობთ ათასობით. შემდეგ გვიწევს გარდაცვლილების ცხედრების ძებნა და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, დოკუმენტირება რუსი სამხედროების ჩადენილი დანშაულის. მხოლოდ ამ ყველაფრის დასრულების შემდეგ ხალხი აქ დაბრუნებას, - განაცხადა შს მინისტრმა.
ბუჩაში ჩასულმა გენპროკურორმა კი თქვა, რომ ოკუპანტები სექსუალურად ქალებზე, ბავშვებზე, მამაკაცებზე და მოხუცებზე ძალადობდნენ, თუმცა მსხვერპლებს მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო მომხდარზე საუბარი უჭირთ. მისი თქმით, უკრაინის პროკურატურა ახლა მტკიცებულებების შეგროვებას ცდილობს.