რუსი აგრესორები კვალს შლიან- მარიუპოლში მოკლული და ნაწამები მოსახლეობის გვამებს კრემატორიუმებში წვავენ

06.04.22 15:32
რუსი აგრესორები კვალს შლიან- მარიუპოლში მოკლული და ნაწამები მოსახლეობის გვამებს კრემატორიუმებში წვავენ

ოკუპანტებმა მარიუპოლში გარდაცვლილი, ნაწამები და მოკლული მშვიდობიანი მოსახლეობის ცხედრების თავიანთ მობილურ კრემატორიუმებში დაწვა დაიწყეს. ამის შესახებ მაროიპოლის ქალაქის საბჭოს წარმომადგენელი ინფორმაციას ტელეგრამ არხზე ავრცელებს.

მკვლელები კვალს შლიან. მარიუპოლში ამუშავდნენ მობილური კრემატორიუმები. ბუჩას გენოციდზე მსოფლიო საზოგადოების რეაქციის შემდეგ რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, გაანადგუროს ნებისმიერი მტკიცებულება, რომელიც მარიუპოლში რუსული არმიის დანაშაულზე იმეტყველებს.

ერთი კვირის წინ საუბარი იყო 5 ათას გარდაცვლილ მშვიდობიან მოსახლეზე, თუმცა, კატასტროფული დაბომბვების, ნგრევის და მძაფრი დაპირისპირების ფონზე, ოკუპანტების მსხვერპლთა რაოდენობა ათი ათასამდე გაიზარდა.

ამიტომაც რუსეთი არ აძლევს უფლებას თურქეთის მისიას, მოახდინოს მარიუპოლის სრული ევაკუაცია.

გარდა ამისა, რუსი ოკუპანტები ახდენენ მათი სამხედრო დანაშაულის ყველა შესაძლო მოწმის იდენტიფიცირებას და მათ ანადგურებენ - აცხადებს მარიუპოლის ქალაქის საბჭოს წარმომადგენელი.

 

მარიუპოლის დამცველთა ინფორმაციით, ყველაზე ბინძურ სამუშაოს, გვამების შეგროვებასა და დაწვას, ახდენენ უკრაინელი კოლაბორანტები და ,,დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის" სპეციალური ბრიგადები. მათ კი კოორდინაციას უწევს მარიუპოლის  მერი, კონსტანტინ ივაშენკო, რომელიც მტერთან თანამშრომლობს.

 

მსგავსი სიახლეები