ქალაქში ტანკები დადიოდნენ და ესროდნენ ყველას, ვისაც დაინახვდნენ - ბოროდიანკას მერი

ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ბოროდიანკას მერი იმ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს, რომელიც ქალაქში მტრის ყოფნის დროს იყო. მისი თქმით, ქალაქში შემოსული ტანკლები განურჩევლად ყველას ესროდნენ, მშვიდობიანი მოქალაქეები კი სარდაფებში ნანგრევების ქვეშ იღუპებოდნენ.
პირველივე დღიდან ოკუპანტები მშვიდობიან მოსახლეობას ცხრილავდნენ მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეები მათ იარაღით არ ხდებოდნენ. იისნი უბრალოდ მშვიდობიან დასახლებებში ცხოვრობდნენ. მხოლოდ ერთ ქუჩაზე ერთი კოლონის გავლამ 8 ადამიანი იმსხვერპლა. პირველივე იერიში ჩვენს ქალაქზე მოხდა. საავიაციო ბომბები 9 სართულიან სახლებზე ჩამოყარეს. სარდაფებში მყოფი ადამიანები ცოცხლად დაიმარხნენ. ორჯერ ვცადეთ მათი გამოყვანა, თუმცა ვერ შევძელით. ქალაქში რუსების ახალი კოლონები შემოვიდნენ. ტანკები ქალაქში დადიოდნენ და ესროდნენ ყველას, ვისაც დაინახვდნენ, - ამბობს ქალაქის მერი.