კომოს ტბაზე რუსი პროპაგანდისტის ვილის დაწვა სცადეს

06.04.22 16:43
კომოს ტბაზე  რუსი პროპაგანდისტის ვილის დაწვა სცადეს

იტალიაში, კომოს ტბაზე,  უცნობმა პირებმა რუსი პროპაგანდისტის, ვლადიმერ სოლოვიოვის, ვილის გადაწვა სცადეს. ხანძარი დილის ადრე გაჩნდა, სახანძრო სამსახურმა მისი ჩაქრობა მოახერხა. ცეცხლის გასაჩენად გამოზიებისთვის უ8ცნებმა პირებმა მანქანის საბურავები გამოიყენეს.

იტალიელი სამართალდამცველები ამ ეტაპზე კამერების ჩანაწერებს სწავლობენ. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გაჩენა გამიზნულად მოხდა და ეს ეს იყო დემონსტრაციული აქცია, რომლის მიზანსაც სოლოვიოვის ვილის დაწვა წარმოადგენდა.

ხანძარი გამვლელებმა შენიშნეს და კარაბინერებს გამოუძახეს.

გარდა ამისა, წარწერები უკრაინაში ომის აკრძალვით სამართალდამცველებმა ნახეს რუსი პროპაგანდისტის  სხვა ვილაშიც, რომელიც პიანელო დელ ლარიოში მდებარეობს. ორივე ეს ვილა, ასევე ფეშენებლური ბინა ქალაქ გრიანტეში, იტალიელმა სამართალდამცველებმა რუს პროპაგანდისტ სოლოვიოვს ცოტა ხნის წინ ჩამოართვეს.

 

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები