უკრაინის შემდეგ კრემლი ფინეთს ნატო-ში შესვლის გადაწყვეტილების გამო ემუქრება
კრემლი ფინეთს ნატო-ში შესვლის გადაწყვეტილების გამო ემუქრება. რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო კომიტეტის პირველი მოადგილე, ვლადიმერ ჯაბაროვი, აცხადებს, რომ ჰელსინკის განზრახვა რუსეთის მხრიდან შესაბამისი ზომების მიღებას გამოიწვევს. ამის შესახებ ჯაბაროვმა სააგენტი РИА Новости-ს განუცხადა.
თუ ფინეთი შევა ნატო-ში, ეს ავტომატურად გამოიწვევს რუსეთის მხრიდან შესაბამის ზომებს! - განაცხადა რუსმა სენატორმა.
ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, სანა მარინმა, განაცხადა, რომ ნატო-ში შესვლის გადაწყვეტილება ქვეყანამ რაც შეიძლება, მალე უნდა მიიღონ და კარგი იქნება, თუ ეს გაზაფხულს მოხდება.