რუსეთი განგებ ქმნის სასურსათო კრიზისს, რომ შიმშილი იარაღად გამოიყენოს - ვოლოდიმირ ზელენსკი

06.04.22 17:46
რუსეთი განგებ ქმნის სასურსათო კრიზისს, რომ შიმშილი იარაღად გამოიყენოს - ვოლოდიმირ ზელენსკი

რუსეთი შიმშილს, როგორც ზემოქმედების იარაღს, ისე განიხილავს. ის უკრაინაში ანადგურებს სოფლის მეურნეობის საწარმოებს, აგრარულ ტექნიკას, ბლოკირებას უწევს საზღვაო პორტებს, რადგან შიმშილს განიხილავს, როგორც იარაღს. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმის ზელენსკიმ, ირლანდიის პარლამენტის წინაშე გამოსვლისას განაცხადა.

რუსები გამიზნულად ანადგურებენ საწვავის შენახვის ადგილებს, პროდუქტების განაწილების ცენტრებს, წვავენ ჩვეულებრივ აგრარულ ტექნიკას და ნაღმავენ მინდვრებს, ნაღმავენ ყველაფერს, რასაც ტოვებენ. გარდა ამისა, დაბლოკეს ჩვენი საზღვაო პორტები ხომალდებთან ერთად, რომელიც დატვირთულია აგრარული პროდუქციით და განკუთვნილი იყო საექსპორტოდ.

რატომ აკეთებენ ასე? ან ისინი განიხილავენ შიმშილს , როგორც იარაღს უბრალო ადამიანების წინააღმდეგ, ან იარაღს, რათა დომინანტები იყვნენ - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენკის განმარტებით,  უკრაინა არის პროდუქტების მსოფლიო ბაზარზე წამყვანი სახელმწიფო და მათი პროდუქციის გარეშე მსოფლიოს შიმშილობა ემუქრება.