ქალაქ ბუჩაში უკვე 400 დახვრეტილი ადამიანის ცხედარი იპოვეს
ქალაქ ბუჩაში უკვე 400 დახვრეტილი ადამიანის ცხედრია ნაპოვნი. გადარჩენილი მოსახლეობა ახლა რუსი ოკუპანტების მიერ დახოცილი მეგობრების და ნათესავების დაკრძალვას თავად ცდილობს, რადგან მესაფლავეები გვამების დასვენებას ვერ აუდიან.
გენოციდის მტკიცებულებების შესაგროვებლად ბუჩაში დღეს უკრაინის მთავარი პროკურორი და შინაგან საქმეთა მინისტრი შევიდნენ.
ქალაქი დანაღმულია, მხოლოდ ერთ დღეში 4 ათასი ნაღმი და ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს.
გამნაღმელები ამბობენ, რომ ბუჩას გაუვნებელყოფას 1 თვე მაინც სჭირდება.