მარიუპოლში 5 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 210 ბავშვი - მარიუპოლის მერი

მარიუპოლის მერის ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით, ომის დაწყებიდან რეგიონში 5000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 210 ბავშვი გარდაიცვალა.
ვადიმ ბოიჩენკომ განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაბომბეს საავადმყოფოები.
მერის თქმით, ქალაქის ინფრასტრუქტურის 90%-ზე მეტი რუსული დაბომბვების გამო განადგურებულია.
უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, ქალაქში ბოლო 24 საათში 118 საჰაერო თავდასხმა განხორციელდა.