არ არსებობს სცენარი, რომლის მიხედვითაც კიევი არ იმარჯვებს - ბლინკენი

07.04.22 10:36
არ არსებობს სცენარი, რომლის მიხედვითაც კიევი არ იმარჯვებს - ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ რუსეთთან ბრძოლაში კიევი გაიმარჯვებს, მიუხედავად იმისა, როგორ განვითარდება მოვლენები და  რამდენ ხანს გაგრძელდება ომი.

ბლინკენმა თქვა, რომ  უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტი შესაძლოა დიდხანს გაგრძელდეს.

მათი გამარჯვება საკუთარი ქვეყნის სუვერენულობისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებაა. და არაა სცენარი, რომლის მიხედვითაც ეს დროთა განმავლობაში მაინც არ მოხდება. ამ პრობლემას შესაძლოა დრო დასჭირდეს, იმავდროულად კი უდიდესი სიკვდილი და ნგრევა მოიტანოს. მაგრამ აქ ყველაზე ძლიერი ისაა, რომ უკრაინელებმა ცხადყვეს, რომ ისინი თავს ვლადიმერ პუტინის ნებას არ დაუმორჩილებენ“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.