მადლობა საქართველო, უკრაინელი ხალხი გრძნობს ქართველების მხარდაჭერას - უკრაინის რადა
უკრაინის უმაღლესი რადა ქართველ ხალხს გუშინ გამართული აქცია-პერფორმანსისთვის მადლობას უხდის.
"მადლობა, საქართველო. უკრაინელი ხალხი ქართველების მხარდაჭერას გრძნობს" - წერის უკრაინის რადას Twitter-ზე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 6 აპრილს საქართველოს პარლამენტთან მოქალაქეებმა უკრაინას სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს და შენობის წინ ხელებგაკოჭილები იწვნენ.