პუტინის სისასტიკე - რუსი სნაიპერები ცოცხალ ადამიანებზე სროლაში ვარჯიშობდნენ, შემდეგ კი ცხედრებს სარდაფებში მალავდნენ

07.04.22 11:11
პუტინის სისასტიკე -  რუსი სნაიპერები ცოცხალ ადამიანებზე სროლაში ვარჯიშობდნენ, შემდეგ კი ცხედრებს სარდაფებში მალავდნენ

პუტინის არნახული სისასტიკე - რუსმა ჯარისკაცებმა 11 უკრაინელი აწამეს, გოსტომელში მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრებს ისევ ეძებენ. ერთ-ერთი სახლის სარდაფში პოლიციამ 11 მოკლული ადამიანის ცხედარი აღმოაჩინა.

უკრაინის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, არსენ ავაკოვის ინფორმაციით, რუსი სნაიპერები ცოცხალ ადამიანებზე სროლაში ვარჯიშობდნენ, შემდეგ კი ცხედრებს სარდაფებსა და ფარეხებში მალავდნენ.

დღეს გოსტომელში, ბუჩას მახლობლად, სვიატოპოკროვსკაიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ავტოფარეხში პოლიციამ 11 დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქე იპოვა. ფოტოების დადება არ შემიძლია... ადგილობრივები ამბობენ, რომ ორკი სნაიპერები ხალხზე სროლით ვარჯიშობდნენ, შემდეგ კი მიცვალებულებს ავტოფარეხში მიათრევდნენ". - წერს ავაკოვი. 

ოფიციალური ინფორმაციით კი, გოსტომელში 400 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.  სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტარას დუმენკოს თქმით,  იციან, რომ ადამიანები მოკლეს, მაგრამ მათ ამ დრომდე ვერ პოულობენ. 

გოსტომელის მიმართულებით, გზაზე დაცხრილული ავტომობილები იყო, რომლებშიც ცხედრები ესვენა, მათ შორის, ბავშვების; მაგრამ ეს ცხედრები გაქრა“, – განაცხადა ტარას დუმენკომ.

მსგავსი სიახლეები