"ჩემს დღის წესრიგში მხოლოდ 3 პუნქტია - იარაღი, იარაღი და იარაღი" - კულება ნატოში

07.04.22 11:34
"ჩემს დღის წესრიგში მხოლოდ 3 პუნქტია - იარაღი, იარაღი და იარაღი" - კულება ნატოში

ომში მყოფი უკრაინა იარაღის მიწოდებას ითხოვს - როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ  ალიანსის შტაბ-ბინაში განაცხადა, იმისთვის, რომ რუსულ აგრესიას ნაკლები ადამიანის სიცოცხლეს შეეწიროს, საჭიროა საბრძოლო მასალა. 

ცნობისთვის, ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი ამ წუთებში იწყება.

ჩემი დღის წესრიგი მარტივია, იქ მხოლოდ სამი პუნქტია - იარაღი, იარაღი და იარაღი. დარწმუნებული ვართ, რომ უკრაინის დახმარების საუკეთესო გზა ახლა ყველა იმ აუცილებლობით უზრუნველყოფაა, რაც საჭიროა პუტინის შესაჩერებლად და რუსეთის არმიის დასამარცხებლად. რაც უფრო მეტ იარაღს მივიღებთ, რაც უფრო სწრაფად ჩამოვა ის უკრაინაში, მით მეტი სიცოცხლე გადარჩება", - თქვა დმიტრო კულებამ. 

მსგავსი სიახლეები