ოკუპანტებმა მარიუპოლის ბავშვთა საავადმყოფო დაბომბეს - 50-მდე ადამიანი ცოცხლად დაიწვა

მარიუპოლში, რუსი ოკუპანტების მიერ ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვისას, 50-მდე ადამიანი ცოცხლად დაწვეს. მერის თქმით, ქალაქი მთლიანად განადგურებულია. ინფრასტრუქტურის 90%-ზე მეტი მიწასთან არის გასწორებული, აქედან მინიმუმ 40% აღდგენას აღარ ექვემდებარება.
რუსეთის ტერორისტულმა ჯარებმა რამდენიმე ბომბი ჩამოაგდეს ბავშვთა საავადმყოფოზე, თითქმის 50 ადამიანი ცოცხლად დაიწვა. დრამატული თეატრზე თავდასხმა, სადაც იმ დროს 900-ზე მეტი ადამიანი იმალებოდა. ეს მარიუპოლის მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანმიმართული განადგურების მხოლოდ რამდენიმე მაგალითია".- განაცხადა ვადიმ ბოიჩენკო.
მისი თქმით, წინასწარი შეფასებით, მარიუპოლში ბლოკადის ერთი თვის განმავლობაში დაიღუპა 5000 ადამიანი, რომელთაგან დაახლოებით 210 ბავშვია.