რუსეთი ბუჩაში ჩადენილი სისასტიკეების გამო მძიმე ფასს გადაიხდის

07.04.22 11:20
რუსეთი ბუჩაში ჩადენილი სისასტიკეების გამო მძიმე ფასს გადაიხდის

რუსეთი ბუჩაში ჩადენილი სისასტიკეების გამო მძიმე ფასს გადაიხდის - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. 

პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსული ბანკები აშშ-ში ფულის გამოყენებასა და ბიზნესის წარმოებას ვერ შეძლებენ:

მე ნათლად განვაცხადე, რომ რუსეთი გადაიხდიდა მძიმე და დაუყოვნებლივ ფასს ბუჩაში ჩადენილი სისასტიკეების გამო. დღეს, ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად, დამანგრეველი სანქციების ახალ რაუნდს ვაცხადებთ. 

პირველ რიგში, აშშ სრულად შემზღუდავ სანქციებს დაუწესებს რუსეთის უმსხვილეს ბანკს, Sberbank-ს და უმსხვილეს კერძო ბანკს, Alfa Bank-ს. ჩვენ გავყინავთ ნებისმიერ ანგარიშსა თუ კაპიტალს, რომელსაც ეს ბანკები აშშ-ის ტერიტორიაზე ფლობენ. ისინი აქ ფულის გამოყენებასა და ბიზნესის წარმოებას ვერ შეძლებენ. ამასთან ერთად, ხელს მოვაწერ აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც რუსეთში ახალი ინვესტიციებს აკრძალავს, რაც 600-ზე მეტ კერძო კომპანიას შეეხება"- თქ მამ. 

მსგავსი სიახლეები