ირპენში ოკუპანტებმა ხალხი დახვრიტეს და გვამებს ტანკებით გადაუარეს
ირპენის მერის, ალექსანდრ მარკუშინის, ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ქალაქში მორიგი საშინელება დაატრიალეს, ისინი ხვრეტდნენ ხალხს, ამის შემდგომ კი გვამებზე ტანკებით გადადიოდნენ.
არიან დაღუპული ქალები და ბავშვები იმ რაიონში, რომელიც ოკუპირებული იყო. როცა ქალაქი გავათავისუფლეთ, ადგილობრივები გვიყვებოდნენ, რომ ოკუპანტები ოჯახებში შედიოდნენ, კაცები მიჰყავდათ ტყვეებად გაცვლისთვის, ხოლო ქალებსა და ბავშვებს ხვრეტდნენ. შემდგომ ტანკებით უვლიდნენ გვამებს.
ჩვენ გვამების გაფანტული ნაწილების აკრეფა ნიჩბებით მოგვიწია- აღნიშნა ქალაქის მერმა.
ქალაქის მერის ინფორმაციით, არის ქალების გაუპატიურებისა და მოროდიორობის დადასტურებული ფაქტები
ყველაფერი გაჰქონდათ ოკუპანტებს სარეცხი მანქანიდან დაწყებული, საცვლებით დასრულებული - ამბობს მარკუშინი.