რუსეთში 60-მდე სამხედრომ უკრაინაში ბრძოლაზე უარი თქვა

07.04.22 14:18
 რუსეთში 60-მდე სამხედრომ უკრაინაში ბრძოლაზე უარი თქვა

60-მდე რუსმა სამხედრომ უკრაინელებთან ბრძოლაზე უარი განაცხადა. BBC-ის ინფორმაციით, უკრაინასთან ომის პირველ დღეებში ფსკოველი სამხედროები ბელორუსში წაიყვანეს, ხოლო შემდგომ უკან დააბრუნეს.

ამჟამად, ჯარისკაცების ნაწილი სამსახურიდან გაათავისუფლეს, ხოლო ნაწილს სისხლის სამართლის საქმის აღძვრით ემუქრებიან. ფსკოვის სამხედრო ნაწილში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კომისიაც ჩამიდა და დეტალებს ადგილზე არკვევს. 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსი სამხედროები ომში ჩართვაზე უარს ამბობენ - კრასნოდარში რუსეთის გვარდიის თანამშრომლებმა ომში წასვლაზე უარი თქვეს.

იურისტ მაქსიმ გრებენკოს ინფორმაციით, რუსეთის მხოლოდ ერთ რეგიონში უკრაინასთან ომზე უარი თქვა 500-მა სამხედრო მოსამსახურემ.

 

მსგავსი სიახლეები