არანაირი მოლაპარაკება ბელარუსის გარეშე არ იქნება! - ლუკაშენკო უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკებებში ჩართვას ითხოვს

07.04.22 14:45
არანაირი მოლაპარაკება ბელარუსის გარეშე არ იქნება! - ლუკაშენკო უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკებებში ჩართვას ითხოვს

შეუძლებელია, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ბელარუსის მონაწილეობის გარეშე გაიმართოს - ამის შესახებ ბელორუსის პრეზიდენტმა, ალესანდრ ლუკაშენკომ, განაცხადა.

მისი თქმით, რადგან ომი მათ საზღვრებთან მიმდინარეობს, მოლაპარაკებების მაგიდასტან ოფიციალური მინსკის პოზიციაც უნდა დაფიქსირდეს.

მოლაპარაკებების მაგიდასთან ბელარუსის პოზიციაც უნდა დაფიქსირდეს. ომი ჩვენ საზღვრებთან მიმდინარეობს, ეს კი ბელარუსზე სერიოზულ გავლენას ახდენს.

ამიტომ, ბელარუსის ზურგს უკან შეთანხმებას ვერ მიაღწევთ. სრულიად დარწმუნებული ვართ, რომ რუსეთს ჩვენი ეს პოზიცია ესმის. მართალია ეს დასავლეთის გეგმებს ეწინააღმდეგება, მაგრამ ვალდებული არ ვართ, დასავლეთის მითითებები შევასრულოთ -  ამბობს ლუკაშენკო.

მსგავსი სიახლეები