უკრაინის ევროკავშირის წევრობის საკითხი უფრო მოკლე ვადაში გადაწყდება - რობერტ მენსოლა

07.04.22 15:09
უკრაინის ევროკავშირის წევრობის საკითხი უფრო მოკლე ვადაში გადაწყდება - რობერტ მენსოლა

უკრაინის ევროკავშირის წევრობის საკითხი უფრო მოკლე ვადაში გადაწყდება - შესაბამისი პროგნოზი ევროპარლამენტის პრეზიდენტმა გააკეთა. 

რობერტ მანსოლა თვლის, რომ დროებითი ჩარჩოები უკრაინის ევროკავშირში მიღების განაცხადის განხილვისა იქნება უფრო მცირე, ვიდრე სხვა შემთხვევებში, თუკი უკრაინული მხარე ოპერატიულად გასცემს პასუხს ევროპული კომისიის კითხვარებს.

კიევში ვნახე ევროკავშირის ბევრი დროშა. ჩვენთვის ეს არის მომენტი, რომ ვიყოთ გახსნილები. ვესაუბრე უკრაინის პრემიერს, დენის შმიგალოს იმის შესახებ, რომ ისინი ელოდებიან ევროკავშირის კითხვარს, რომელიც დღეს -ხვალ უნდა ჩამოვიდეს. 

უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ კითხვარს პასუხს 4 დღის განმავლობაში გასცემს.

ამის შემდეგ საქმეში ჩაერთვება ევროპარლამენტი. ჩვენ ყველაფერს ვიზამთ, რომ გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები.

მე ვთვლი, თუ უკრაინელები პასუხს უფრო ადრე გასცემენ, ევროკავშირში შესვლის საკითხი უფრო ადრე მოგვარდება, ვიდრე ეს სხვა ქვეყნების შემთხვევაში იყო - განაცხადა მან Интерфакс-Украинаში. 

 

როგორც გამოცემა ЕвроПравда იტყობინება, ევროკომისია გეგმავს, კიევს ამ კვირაში გაუგზავნოს კითხვარი, რომელიც არის აუცილებელი ეტაპი ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსისთვის.

უკრაინის ვიცე პრემიერი ოლგა სტეფანიშინა აცხადებს, რომ მისი ქვეყნის ხელისუფლება 2 კვირის განმავლობაში ამზადებდა პასუხის პროექტს და ამიტომაც მზადაა, კითხვარს უპასუხოს მოკლე ვადაში.

 

 

მსგავსი სიახლეები