თქვენ გვეხმარებით, ჩვენ ვამარცხებთ პუტინს - კულება G7-ს შეთანხმებას სთავაზობს

უკრაინა სამართლიან შეთანხმებას გთავაზობთ - ამ სიტყვებით მიმართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულება დიდი შვიდეულის ქვეყნებს.
დიპლომატი მსოფლიოს მიმართავს, რომ პუტინის დამარცხებაში დაეხმარონ. მან G7-ის წარმომადგენლებს მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა:
მიწვევის გამო G7-ის წარმომადგენლების მადლიერი ვარ. უკრაინისთვის სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების ახალ ეტაპზე გადასვლის გზები განვიხილეთ. უკრაინა სამართლიან შეთანხმებას გთავაზობთ - მსოფლიო გვაძლევს ყველა დახმარებას, რომელიც გვჭირდება, ჩვენ კი ვიბრძვით და ვამარცხებთ პუტინს უკრაინაში"- აღნიშნავს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.