ვპოულობთ ცხედრებს ეზოებში, ქუჩებში, სამალავებში, ყველა მათგანი ცეცხლსასროლი იარაღითაა მოკლული - უმძიმესი მდგომარეობა ბუჩაში

უმძიმესი მდგომარეობა ბუჩაში - ქალაქის მერი ანატოლი ფედერიუკი აცხადებს, რომ მსხვერპლთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.
გუშინ საღამოს მონაცემებით, 320 სამოქალაქო პირია ნაპოვნი. ყოველდღიურად ვპოულობთ ცხედრებს ეზოებში, ქუჩებში, სამალავებში. პრაქტიკულად 90 % ცეცხლსასროლი იარაღითაა მოკლული და არა სარაკეტო იერიშის დროს“,- თქვა ქალაქის მერმა.
უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქ ბუჩაზე კონტროლი უკვე აღადგინეს.