კიევს მოლაპარაკებების ჩაშლა და ომის გაგრძელება უნდა - ლავროვი

07.04.22 17:28
კიევს მოლაპარაკებების ჩაშლა და ომის გაგრძელება უნდა - ლავროვი

მოსკოვი კიევს ადანაშაულებს - იმის ნაცვლად, რომ რუსეთმა უკრაინაში მოწყობილი გენოციდი აღიაროს, ომში მყოფ ქვეყნას შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს.

კიევი ვაშინგტონის კონტროლქვეშაა - ამბობს ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი. 

ლავროვი ამტკიცებს, რომ უკრაინა საგრძნობლად დაშორდა იმ წინადადება, რომელი 29 მარტს სტამბულში განიხილეს,  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საუბარია უკრაინული მხარის პოზიციაზე, რომ უსაფრთხოების გარანტიები რუსეთის მიერ დაპყრობილ ყირიმსა და სევასტოპოლზე არ გავრცელდება.

უკრაინულმა მხარემ მომლაპარაკე მხარეებს წარუდგინა თავისი პროექტი, რომელიც წარმოადგენს იმ უმნიშვნელოვანესი მდგომარეობიდან უკუსვლას, რაც დაფიქსირებული იყო სტამბულში 29 მარტს.- განაცხადა ლავროვმა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინსიტრმა კულებამ, ლავროვის განცხადენას პროვოკაციული უკვე უწოდა. .

უკრაინამ წარადგინა უსაფრთხოების გარანტიის ფორმულა. რომელიც არის ჩამოყალიბებული, მოფიქრებული. მასში პრინციპული შესწორებები არ გაკეთდება. ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები, რათა ის იურიდიულად ჩასწორდეს. ამიტომაც უნდა გააკეთოთ სწორება უკრაინის ოფიციალურ პოზიციაზე და არა რუსების პროვოკაციულ განცხადებებზე. 

შემიძლია, განვაცხადო, რომ რუსები ცდილობენ, პროვოკაციული საჯარო განცხადებების საშუალებით გავლენა მოახდინონ  სხვა ქვეყნის პოზიციებზე.- განმარტა კულებამ.