შვეიცარიამ 8 მილიარდი დოლარის რუსული აქტივები გაყინა

შვეიცარიამ დაახლოებით 7,5 მილიარდი ფრანკის, რაც 8 მილიარდ დოლარს შეადგენს, მოცულობის რუსული აქტივები გაყინა მას შემდეგ, რაც რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ სანქციებს შეუერთდა. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg-მა შვეიცარიის ეკონომიკის მდივნის, ერვინ ბოლინგერის, ანგარიშზე დაყრდნობით განაცხადა.
ბოლინგერის ინფორმაციით, 24 მარტის მონაცემებით, გაყინული რუსული აქტივების ღირებულება 5,75 მილიარდი შვეიცარიული ფრანკი იყო, თუმცა, შემდგომში ეს მონაცემი 30 %-ით გაიზარდა.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ შვეიცარიაში დაახლოებით 213 მილიარდი დოლარის რუსული აქტივებია.
შვეიცარიამ რუსეთის მოქალაქე 200-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს დაადო სანქციები რუსეთ-უკრაინის ომის გამო საერთაშორისო კანონების დარღვევისთვის.