ოკუპანტებმა საევაკუაციო ნავი დაბომბეს - არის მსხვერპლი, მათ შორის 1 ბავშვია

08.04.22 10:45
ოკუპანტებმა საევაკუაციო ნავი დაბომბეს - არის მსხვერპლი, მათ შორის 1 ბავშვია

კრივოი როგის რაიონში ოკუპანტებმა გრადებით დაბომბეს ნავი, რომელსაც ოკუპირებული ხერსონიდან მშვიდობიანი მოქალაქეები უსაფრთხო ადგილას გადაჰყავდა. კრივოი როგის ადმინისტრაციის მეთაურის ცნობით, ნავში 14 ადმაიანი იმყოფებოდა: 3 ბავშვი და 11 უფროსი. 2 მამაკაცი და 1 ქალი ადგილზე გარდაიცვალა, დაიღუპა 13 წლის ბავშვიც. 7 ადამაიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, 2 კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. 

რუსმა ჯარისკაცებმა წყალსაცავთან კრივოი როგის ოლქში, ჩაცხრილეს ნავი, რომელსაც  ხალხი ოკუპირებუილი რეგიონებიდან გადმოჰყავდა. მას ესროლეს პირდაპირ გრადებიდან. ნავში 14 ადამიანი იყო. სამი ბავშვი და 11 უფროსი. დაიღუპა 13 წლის ბავშვი, შვიდი საავადმყოფოშია. 2 უგზო უკვლოდ დაიკარგა. ეს იყო მეშვიდე რეისი, რომელსაც ეს ნავი ასრულებდა და ხალხი გადაჰყავდა. ნაძირლები, იცოდნენ, რომ იქ მშვიდობიანი მოსახლეობა იყო და დაბომბეს ისინი რაკეტებით, იმიტომ რომ უნდოდა სიცოცხლე. ეს არის სამხედრო დანაშაული და გზა ჰააგის ტრიბუნაკლისკენ. ჩვენ გვაქვს არჩევანი: ან სიკვდილი ან გამარჯვება, - ამბობს ალექსანდრე ვილკულა.