ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქებში 650 ცხედარი ნახეს, აქედან 40 ბავშვია

ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქებში 650-მდე მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი ნახეს. აქედან 40 ბავშვია. შემზარავ ინფორმაციას უკრაინის გენპროკურორი ავრცელებს.
კიევის რეგიონში, ბოროდიანკაში, ასევე ბუჩასა და გოსტომელში ასევე, ირპენში, ჩვენ ვიპოვეთ 650 ადამიანის ცხედარი, აქედან 40 ბავშვია. ვლადიმერ პუტინი არის მთავარი კრიმინალი 21 საუკუნი, თუმცა ჩვენ არ შეგვიძლია ეჭვი შევიტანოთ უკრაინის კანონმდებლობაში, თქვენ იცით იმუნიტეტის შესახებ, სულ 3 ადმაიანს აქვს ქვეყანაში იმუნიტეტი: პრეზიდენტს, თავდაცვის მინისტრს და მთავრობის მეთაურს. ამიტომაც, ჩვენ ვერ დავიწყებთ გამოძიებას ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ, ეს შეუძლია მხოლოდ საერთაშორისო სასამართლოს და ჩვენ სწორედ იქ გავაკეთებთ ამას, - თქვა ირინა ვენედიქტოვამ.