რუსეთის მიზანი დონეცკისა და ლუგანსკის სრული ოკუპაციაა - მტერი ახალი შეტევისთვის ემზადება

საოკუპაციო ძალების ახალი სამიზნე აღმოსავლეთ უკრაინაა. რუსეთი აქ ჯარების გადაჯგუფებას ახორციელებს. ოკუპანტებმა სარკინიგზო მაგისტრალი და მატარებლები დაბომბეს, რომლებსაც ადამიანების ევაკუაცია აღმოსავლეთიდან დასავლეთში უნდა განეხოციელებინა.
რუსეთი ასევე, ხარკოვზე ახალ შეტევებს გეგმავს. პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან იუწყებიან, რომ იქ რუსული ჯარები უკვე შეყვანილია.
ხარკოვში უკვე შეიყვანეს ჯარი, ახალ ოპერაციას ამზადებენ. აღმოსავლეთი არის სამიზნე. ხარკოვზე ტდავსხმა არის ფსიქოლოგიური ოპერაცია, რომ არ მოუწიოთ ხარკოვიდან იზიუმისკენ ჯარის გაყვანა, - ამბობს უკრიანის პრეზიდენტის მრჩეველი ოლექსეი არესტოვიჩი.
მტრის გეგმაში მარიუპოლის სრული ოკუპაციაც შედის. რუსეთმა ძალების მობილიზება უკვე მოახერხა. აღმოსავლეთში ახალი თავდასხმა ნებისმიერ მომენტში შეიძლება განხორციელდეს. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის მიზანი დონეცკისა და ლუგანსკის სრული ოკუპაციაა.
რუსეთის ყველაზე დიდი ძალისხმევა ახლა მიმართულია მარიუპოლისკენ, რომ სრულად აიღონ ხელში კონტროლი. მთავარი სამიზნე იზიუმია. დონეცკს ბომბავენ, თავდასხმები გრძელდება, რადგან მთელი ძალა ახლა აღმსოავლეთისკენ აქვს რუსეთს გადასროლილი. მტერმა ძლაების მოკრების ეტაპი დაასრულა, შესაბამსიად, ახლა ახალ თავდასხმას ველით. ტექნიკა ახლა ეშელონებით ხარკოვისკენ მიჰყავთ, - აცხადებენ შტაბში.