რაკეტები, ჯაველინები და დრონები - აშშ უკრაინას შეიარაღებას გადასცემს

ამერიკული შეიარაღება უკვე გზაშია. ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს და დრონებს უკრაინა დიდი რაოდენობით მიიღებს. 1000 სტინგერის რაკეტისა და ჯაველინის უკრიანისთვის გადაცემა აშშ-მ უკვე დაამტკიცა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
პირველ რიგში, როგორც იცით და როგორც გითხარით, ჩვენ ვიყავით ინდივიდულაურად როგორც აშშ და ერთობლივად , როგორც პარტნიორები. 30-ზე მეტი ქვეყანა ვუზრუნველყოფთ უკრაინას ამ იარაღით და სისტემებით, რომლებიც, ჩვენ გვჯერა, რომ ამს შეუძლია გამოიყენოს ყველაზე ეეფექტურად ად რომელიც ამს სჭირდება, ასე რომ, ჩვენ ახლა ყოვლისმომცველად ვუყურებთ არა მხოლოდ იმას, რაც ჩვენ მოგვაწოდეს და ვაგრძელებთ უზრუნველყოფას, არამედ არის თუ არ დამატებითი სისტემები, რომლებიც შექმნიან განსხვავებას რომ ჩვენ შეგვიძლია მივაწოდოთ ისინი. ჩვენ ამას ვაკეთებთ უკრაინელებთან, ასევე მოკავშირეებთან და პარტნიორებთნ მჭიდრო კონსულტყაციით, - განაცხადა ბლინკენმა.
ბლინკენმა ასევე ევროპის რუსულ გაზზე და ნავთობზე დამოკიდებულების შემცირების მნშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთისთვის გადახდილი თანხები ოკუაპნტი ქვეყნის აგრესიის გაღვივებას უწყობს ხელს.
მრავალი წლის განმავლობაში დავინახე, რომ ევროპაში გაძლიერდა დამოკიდებულება რუსულ გაზზე, განსაკუთრტებით ასევე, როგორც რუსულ ნავთობზე და ვფიქრობ, რომ ის, რაც მე მესმის, ძალიან ნათელია. არესებობს საჭიროება შეწყდეს ეს დამოკიდებულება. ჩვენ ისევ და ისევ ვნახეთ, რომ რუსეთი იყენებს ენერგიას როგორც იარაღს, როგორც პოლიტიკურ ბერკეტს და რა თქმა უნდა, შემოსავალი, რომელსაც იგი იღებს, თავისი ენერგიის გაყიდვით ახლა დიახ, ეხმარება უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გაღვივებაში. მჯერა, რომ ევროპელები ძალიან მონდომებულები არიან, რომ დაასრულონ ეს დამოკიდებულება, მაგრამ ეს ასევე არ ჰგავს სინათლის ჩამრთველს. ეს მეთოდურად უნდა გააკეთო, საჭირო ალტერნატივები უნდა დაინერგოს, - განაცხადა ბლინკელმა.