"ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი დანაკარგები" - კრემლის პირველი აღიარება

კრემლის აღიარება - პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ რუსეთს ჯარები მნიშვნელოვანი დანაკარგი აქვს. ამის შესახებ მან Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა.
პესკოვმა, ასევე, თქვა,, რომ კიევისა და ჩერნიგოვის რაიონებიდან რუსეთის გასვლის მიზეზი "კეთილგანწყობის აქტი" იყო უკრაინისა და რუსეთის დელეგეციების მოლაპარაკებების დროს.
ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი დანაკარგები, ეს ჩენთვის დიდი ტრაგედიაა, მაგრამ რაც შეეხება ორ რეგიონს, კიევიდან და ჩერნიგოვიდან უკან დახევა მოლაპარაკებების დროს კეთილგანწყობის ჟესტია. ეს იყო კეთილგანწყობის აქტი ამ რეგიონებში დაძაბულობის განმუხტვის მიზნით და იმის ჩვენება, რომ რუსეთი მზადაა შექმნას მისაღებ პირობები მოლაპარაკებების განახლებისთვის, - განაცხადა პესკოვმა.