ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავა

08.04.22 12:03
ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში გაემგზავრა. ამის შესახებ მან ტვიტერზე დაწერა.  უკრაინის დედაქალაქში ის საგარეო საკითხებში ევროგაერთიანების უმაღლეს კომისართან ჯოზეფ ბორელთან და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან ედუარდ ჰეგერთან ერთად ჩავა. 

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. ურსულა ფონ დერ ლაიენი პირველი ევროპელი პოლიტიკოსია, რომელიც ბუჩას ტრაგედიის შემდეგ კიევს ეწვევა.

მსგავსი სიახლეები