რუსული გავლენების და პროპაგანდის აკრძალვა - "ლელო" კანონპროექტს ამზადებს

"ლელოს" საპარლამენტო გუნდი რუსული გავლენების და პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტს ამზადებს. ოპოზიციური პარტია პარლამენტში სპეციალური კომისიის შექმნას მოითხოვს, რომლითაც ანტისახელმწიფოებრივი ჯგუფების გამოვლენა და მათი საქმიანობის აკრძალვა გამარტივდება. სამიზნე პრორუსული პარტიებია.
"ლელო" მიიჩნევს, რომ პუტინის მომხრე ძალები საქართველოში უკრაინის ომის პარალელურად გააქტიურდნენ დასაქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს ხელს განზრახ უშლიან.
კანონპროექტის შემუშავებამდე ოპოზიციურმა პარტიამ პარლამენტში სამოქალაქო სექტორთან და უსაფრთოხების სფეროს ექსპერტებთან რამენიმე შეხვედრა გამართა, თუმცა იქცევა თუ არა კანონპროექტი კანონად ეს "ქართული ოცნების" ნებაზეა დამოკიდებული.
მოვამზადეთ პროექტი კანონპროექტის სახით, რომელიც კომპლექსრუ ღონისძებებს ითვალისწინებს როგორ უნდა ებრძოდეს სახელმწიფო რუსულ გავლენებს განსაკუთრებით საჯარო სფეროში და ამ პროექტის საბოლოო განხილვა გვექნება პოლიტიკურ საბჭოზე. ეს არის ის თემა, რომელიც ქართული საზოგადოებისთვის, ვფიქრობ, არის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე დღეს. ეს "ლელომ" შემნქ, მაგრამ მზად ვართ, რომეს გახდეს ფართოსაზოგადოებრივი პროდუქტი, რომლიტაც ჩვენ წინააღმდეგობას გავუწევთ ოკუპანტი სახელმწიფოს ღია მცდელობებსძირი გამოუთხაროს საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოებრიობას. ეს იქნება ტესტი მათთისაც, რომ აგერ არის ბურთი, აგერ არის მოედანი, პრობლემა იდენტიფიცირებულია, ცხადია, ყველა ვთანხმ,დებით, რომ ჰიბრიდულ ომაშ ვართ. მაშნ ვიმუშაოთ ერთად, - ამბობს "ლელოს" წევრი, ანა ნაცვლიაშვილი.
მმართველი გუნდის წევრი, განათლების კომიტეტის თვამდჯომარე გიორგი ამილახვარი მიიჩნევს, რომ რუსეთის გავლენები საქართველოშ არ არსებობს და ეს არ არის ის პრობლემა, რომელზეც ახლა პარლამენტი უნდა მსჯელოდეს.
"ლელო" ზოგადად გამოირჩევა, როდესაც სხვა ბევრი პრობლემებია, მაშნ წამოყენებენ მფრინავ იდეებს. რაც არ არსებობს ქვეყანაში, იმის კანონი ვერ შეიქმნება, რუსული გავლენები ამ ქვეყანაშ არ არსებობს და ვსაიც ეჩვენება, რომ არსებობს, სწორედ ისინი წარმოდგენენ და რუსეთის წისქვილზე ასხამენ პოლიტიკურ წყალს, - ამბობს ამილახვარი.