"ბავშვებისთვის" - წარწერა ოკუპანტების მიერ კრამატროსკში ჩაგდებულ რაკეტაზე

ომის დანაშაულის ახალი მტკიცებულება - რაკეტას, რომელიც კრამატროსკში ჩამოვარდა, წარწერა "ბავშვებისთვის" ჰქონდა. ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ რუსეთის ქმედების მიზანს დიდი მსხვერპლი წარმოადგენდა. სწორედ ამიტომ ჩამოაგდო ოკუპანტმა კასეტური ისკანდერი ქალაქის რკინიგზის ადგურზეც.
ცოტა ხნის წინ რუსმა ოკუპანტებმა კრამატორსკის რკინიგზის სადგური ბალესტიკური რაკეტებით დაბომბეს. შემთხვევის შედეგად 30-მდე ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 100-მდე მშვიდობიანი მოქალაქე.