ოკუპანტები ცდილობენ თავიანთი მსხვერპლი უკრაინელ ჯარისკაცებს დააბრალონ - ზელენსკი

08.04.22 13:24
ოკუპანტები ცდილობენ თავიანთი მსხვერპლი უკრაინელ ჯარისკაცებს დააბრალონ - ზელენსკი

ოკუპანტები ცდილობენ თავიანთი მსხვერპლი უკრაინელ ჯარისკაცებს დააბრალონ, - ამის შეხებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მტერი ცხედრებს პროპაგანდისტული სცენებისთვის დეკორაციად იყენებს.

ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი მტერს პასუხისგებას ჰპირდება. 

დაიწყო ბოროდიანკაში შენობების ნანგრევების გაწმენდითი სამუშაოები.  იქ ოკუპანტების ქმედებებს კიდევ უფრო მეტი მსხვერპლი მოჰყვა, რა მოხდება როდესაც მსოფლიო მარიუპოლში მტრის მიერ ჩადენილ სისასტიკეზე სიმართლეს გაიგებს. იქ ყველა ქუჩაზე იგივე ხდება, რაც მსოფლიომ ბუჩაში ან კიევის ოლქის სხვა ქალაქებში იხილა. ოკუპანტები ცდილობენ თავიანთი მსხვერპლი უკრაინელ ჯარისკაცებს დააბრალონ. ამასთან, დაღუპულების ცხედრებს აგროვებენ და ფაქტების დამალვას ცდილობენ. შეიძლება პროპაგანდსიტული სცენებისთვის ამ ადამიანების ცხედრები სხვა ადგილებში გამოიყენონ. ოკუპანტები ცხედრებს ისე ექცევიან როგორც დეკორაციებს. ეს პროპაგანდისტული რეკვიზიტია, რაც ცალკე სამხედრო დანაშაულია. მტერი ამისთის პასუხს აუცილებლად აგებს, ყველა მკვლელი ნაპოვნი იქნება. ყველა, ვინც აწამებდა და ძარცვავდა დაისჯება, - განაცხად ზელენსკიმ.