12 ათასზე მეტმა უკრაინელმა იძულებით რუსეთის მოქალაქეობა და პასპორტები მიიღო

12 ათასზე მეტ უკრაინელს რუსეთის მოქალაქეობა იძულებით მისცეს. ომს გამოქცეული მოქალაქეები დროებითი განთავსების 800 პუნქტში არიან გადანაწილებულები. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის შსს-ს მიგრაციის განყოფილების უფროსი, ოლეგ კოდოჩნიკოვი, ავრცელებს.
მისივე ცნობით, რუსეთში გადასახლებულ უკრაინელებს შეუძლიათ, მოსკოვის ტერიტორიაზე იმუშავონ, ამისთვის კი რაიმე ნებართვა, ან პატენტი არ დასჭირდებათ.
მარტის ბოლოს აგრესორებმა მარიუპოლიდან რუსეთში ძალით 20-დან 30 ათასამდე უკრაინელი წაიყვანეს.