თუ არ დასაჯე, ეს ბოროტება არასოდეს გაჩერდება - ზელენსკი აგრესორთა ქმედებებზე

უკრაინის პრეზიდენტი რუსი აგრესორების მიერ კრამატორსკის სადგურის დაბომბვას გამოეხმაურა, რა დროსაც 30 ადამიანზე მეტი დაიღუპა, სხეულის მრავლობითი ჭრილობები კი 100-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.
ოკუპანტებმა დარტყმა მიაყენეს კრამატორსკის სადგურს რაკეტებით Точкa-У, რა დროსაც იქ ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა, 30 გარდაიცვალა, 100-მა კი სხვადასხვა სირთულის ჭრილობა მიიღო.
პოლიცია და მაშველები ადგილზე არიან. რუსი მოძალადეები თავიანთ მეთოდებს არ ღალატობენ. მათ არ აქვთ იმის სიმამაცე, რომ ბრძოლებში გაგვიწიონ წინააღმდეგობა და ცინიკურად გვინადგურებენ სამოქალაქო პირებს.
ეს არის ბოროტება, რომელსაც ბოლო არ უჩანს. ის თუ არ დასაჯე, არასოდეს გაჩერდება - განაცხადა ზელენსკიმ.