კრამატორსკის სადგურის დაბომბვა - დაღუპულებს შორის ბავშვებიც არიან

08.04.22 14:12
კრამატორსკის სადგურის დაბომბვა - დაღუპულებს შორის ბავშვებიც არიან

კრამატორსკში რუსების სარაკეტო შეტევის შედეგად დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან. ინფორმაციას უკრაინის ეროვნული პოლიცია ადასტურებს.

უკვე ცნობილია დაღუპულთა შესახებ, რომელთა შორის არიან ბავშვებიც. არიან დაჭრილები, რომლებსაც პირველადი დახმარება უტარდებათ. ყველა დანაშაულის, ყველა წართმეული სიცოცხლის გამო რუსეთი პასუხს აგებს. - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კრამატორსკის ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ომის დანაშაულებს ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ  დღეს დილით  რუსმა ოკუპანტებმა კრამატორსკის რკინიგზის სადგური ბალესტიკური რაკეტებით დაბომბეს. შემთხვევის შედეგად 39  ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 100-მდე მშვიდობიანი მოქალაქე

დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, იერიშის დროს რკინიგზის სადგურზე ათასამდე ადამიანი იყო, რომლებიც დონბასიდან უსაფრთხო ადგილას ევაკუირებას ცდილობდნენ.

 

მსგავსი სიახლეები