ტრაგედია კრამატორსკში: რკინიგზის სადგურზე 4000 ადამიანი იმყოფებოდა, უმეტესად ქალები და ბავშვები
ოკუპანტების სარაკეტო იერიშის დროს კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე 4000 სამოქალაქო პირი იმყოფება. მათი დიდი ნაწილი ქალები და ბავშვები იყვნენ. ინფორმაციას უკრაინის გენპროკურორის პრესსამსახური ავრცელებს.
იმ მომენტში მოსახლეობის ევაკუაცია მიმდნიარეობდა და სადგურზე 4000-მდე სამოქალაქი პირი იმყოფებოდა, რომლის დიდი ნაწილიც ქალებიდა ბავშვები იყვნენ. წინასწარი მონაცემებით, ათობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა. მტრის იერიშის შედეგად მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა და ასევე დაზიანებული ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაცია დგინდება, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და მაშველები მუშაობენ.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით რუსმა ოკუპანტებმა კრამატორსკის რკინიგზის სადგური ბალესტიკური რაკეტებით დაბომბეს. შემთხვევის შედეგად 39-მდე ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე. დაღუპულებს შორის 4 ბავშვია.
დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, იერიშის დროს რკინიგზის სადგურზე ათასამდე ადამიანი იყო, რომლებიც დონბასიდან უსაფრთხო ადგილას ევაკუირებას ცდილობდნენ.