"პუტინი სამხედრო დამნაშავეა და უნდა გასამართლდეს" - გერმანიის პრეზიდენტის აღიარება

პუტინი სამხედრო დამნაშავეა და უნდა გასამართლდეს - გერმანიის პრეზიდენტის მოულოდნელი აღიარება. პუტინის მეხოტბე და მხარდამჭერმა ფრანკ ვოლტერ შტაინმაიერი რუსეთის პრეზიდენტს პირველად უპირისპირდება და ამბობს, რომ პუტინთან ერთად უმაღლესი ტრიბუნალის წინაშე სერგი ლავროვიც უნდა წარსდგენს.
ყველა, ვინც დამნაშავეა, ამ დანაშაულში პასუხი უნდა აგოს. ეს ეხება ჯარისკაცებს, მათ შორის, სამხედრო მეთაურებს და რა თქმა უნდა, მათ, ვინც პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აკისრებს, - განაცხადა შტაინმაიერმა.
გერმანიის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ 2001 წლის პუტინს, რომელთანაც მას ურთიერთობა ჰქონდა, საერთო არაფერი აქვს 2022 წლის პუტინთან.
მე ვიყავი რუსული პოლიტიკის ცვლილებების მოწმე, თუმცა ვიმედოვნებდი, რომ პუტინი რაციონალ;ური იქნებოდა. ვერ წარმოვიდგენდი, რომ რუსეთის პრეზიდენტი იმპერიული სიგიჟით საკუთარი ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და მორალური განადგურების რისკზე წავიდოდა, - განაცხადა პრეზიდენტმა.