არის თუ არა Kinder Surprize ბავშვებისთვის საშიში?
Kinder Surprize - ბავშვების უწყინარი გასართობი ტკბილეული შესაძლოა, მოკავდინებელი სალმონელას ასობით დაფიქსირებული შემთხვევის მიზეზი გახდეს.
ევროპის თითქმის ყველა დიდი ქვეყანაში ინფექციის გავრცელების შემთხვევები დაფიქსირდა, განსაკუთრებით 10 წლამდე ბავშვებში, რაც, სავარაუდოდ, დაკავშირებულია Ferrero-ს მიერ წარმოებული სხვადასხვა დასახელების „ქინდერის“ შოკოლადის პროდუქტის დაბინძურების ფაქტთან.
სახიფათო შოკოლადის ბაზრიდან ამოღებას ითხოვენ საქართველოშიც. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც ,,პირველებმა" მას კითხვით მიმართა.
სურსათის ეროვნული სააგენტო აპირებს ბაზრიდან ქინდერის საეჭვო ეგზემპლიარების ამოღებას. ხოლო Ferrero-ს ოფიციალური წარმომადგენელი მიმართავს მომხმარებელს, რაიმე კითხვის არსებობის შემთხვევაში მათ ოფიციალურ გვერდს მისწერონ.
,,მაღაზიების ქსელის ასოციაცია" კი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ცდილობენ დისტრიბუტორებთან კომუნიკაციას და მათ არ აქვთ ინფორმაცია, არის თუ არა საქართველოს ბაზარეზე სწორედ ის საფრთხის შემცველი საეჭვო შოკოლადი.
აღმოაჩინეს ქინდერის შოკოლადში სალმონელას ჩხირები. 4 პროდუქციაზე არის საუბარი-ესაა Kinder Surprize, ქინდერის მინი კვერცხები, 100 გრამიანი Kinder Surprize max და ქინდერის შოკოლადი. ამ 4 პროდუქტზეა საუბარი. მათ მთელი მსოფლიოს მასშტაბით იღებენ გაყიდვებიდან და ასე უნდა მოიქცნენ საქართველოშიც. - აცხადებს ზაზა წერეთელი, ნორვეგიის ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი.
სალმონელას პირველი შემთხვევა დაფიქსირდა დიდ ბრიტანეთში. ხელისუფლებამ მაშინვე ამოიღო Ferrero-ს მიერ წარმოებული სხვადასხვა პროდუქცია მაღაზიათა ქსელებიდან.