უკრაინას მეტი შეიარაღება უნდა გადავცეთ - შარლ მიშელი
კრემატორსკის ტრაგედიის შემდეგ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, განაცხადა, რომ აუცილებელია სანქციების გაძლიერება რუსეთის წინააღმდეგ და უკრაინისთვის მეტი შეიარაღების გადაცემა.
საშინელებაა იმის ყურება, როგორ უტევს რუსეთი რკინიგზის სადგურის მოსაცდელ დარბაზს, სადაც სამოქალაქო პირები ევაკუაციას ელოდნენ. აუცილებელი მოქმედებაა, უფრო მეტი სანქცია რუსეთის წინააღმდეგ და უფრო მეტი იარაღი უკრაინას, რომელიც ევროკავშირმა უნდა უზრუნველყოს. ახლახანს დამტკიცდა ევროკავშირის სანქციების მეხუთე პაკეტი - განაცხადა შარლ მიშელმა.