უკრაინა მსოფლიო თანამეგობრობისგან დამატებით შეიარაღებას იღებს
სლოვაკეთი უკრაინას სამხედრო დახმარებას უგზავნის. მსოფლიოში ერთ ერთი საუკეთესო S-300 საზენიტო სარაკეტო სისტემა უკვე გზაშია. ამ შეირაღებას ითხოვს უკვე უკვე რამდენიმე კვირაა უკრაინა, რასაც აპროტესტებს რუსეთი.
კრემლს ყველაზე მეტად არ უნდოდა, რომ S- 300 უკრაინას ჰქონდა, თუმცა პუტინისთვის ყველაზე არასასურველი ნაბიჯი სლოვაკეთმა გადადგა. ამ სარაკეტო სისტემების მართვა უკრანელმა ჯარისკაცემა კარგად იციან. ამიტომ სამხედროებს არ დასჭირდებათ დამატებით დრო სამხედროების გადასამზადებლად.
S 300 დიდი სამრეწველო და ადმინისტრაციული ობიექტების საჰაერო თავდაცვისთვის, სამხედრო ბაზებისა და საჰაერო სივრცის კონტროლისთვის გამოიყენება. სლოვაკეთში ამბობენ რომ ეს სისტემა ომში მყოფ ქვეყანას უდანაშაულო ადამიანების დაცვაში დაეხმარება.
გზაშია ამერიკული სამხედრო დახმარებაც. 1000 სტინგერი და ჯაველინი უკრიანას გადაეცემა. კიევისკენ მიემართება უპილოტო საფრენი აპარატები და 50 მილიონი ვაზნაც, ანუ გამოდის რომ დამატებით აშშ-მ 100 მილიონი დოლარის ღირებულების შეიარაღება უკრაინის დასახმარებლად გამოჰყო.
ჩეხეთი გახდა ნატო-ს პირველი ქვეყანა, რომელმაც უკრაინაში გაგზავნა ტანკები, T-72 და ჯავშანმანქანები, რამდენიმე BVP-1 ქვეითი საბრძოლო მანქანა.
ჰაუბიცის საარტილერიო დანადგარებით დატვირთული მატარებელი უკრიანაში სლოვაკეთიდან ჩავა.
უკრაინას სამხედრო დახმარებას მთელი მსოფლიოდან უგზავნიან, უკვე გზაშია ავსტრალიური წარმოების 20 Bushmaster-ის ჯავშან მანქანებიც. პირველი ოთხი მანქანა, რომლებიც გადაკეთდა და ხელახლა შეიღება უკრაინის დროშებით, უკრაინაში სწორედ დღეს გაემგზავრაა. Bushmaster-ი უკრაინისთუის დიდი დახმარებააა. ის დაიცავს შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობას ნაღმებისა და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების, არტილერიის ნამსხვრევებისა და მცირე იარაღის ცეცხლისგან.