რუსი ოკუპანტების მორიგი სისასტიკე -კიევის მახლობლად 132 დახვრეტილი ადამიანის გვამი აღმოაჩინეს

08.04.22 19:59
რუსი ოკუპანტების მორიგი სისასტიკე -კიევის მახლობლად 132 დახვრეტილი ადამიანის გვამი აღმოაჩინეს

კიევის ოლქის მახლობლად, დაბა მაკაროვში, უკრაინელმა სამართალდამცველებმა 132 დახვრეტილი ადამიანის გვამი აღმოჩინეს, ხოლო თავად დასახლება 40%-ითაა დანგრეული. ამის შესახებ მაკაროვის დასახლების ხელმძღვანელმა, ვადიმ ტოკარმა, განაცხადა. 

ჩვენ მივაკვლიეთ სამოქალაქო მოსახლეობის 132 გვამს, რომლებიც დახვრიტეს რუსმა ,,ორკებმა". დასახლებაში ისეთი სიტუაციაა, რომ დანგრეული სახლების 40% აღდგენას არ ექვემდებარება.

გვამები მოთავსებული იყო როგორც ე.წ. მასობრივ სამარხში -  დაწერა სოციალურ ქსელში ტოკარმა.

მაკაროვში 15 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, ხოლო რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისას აქ 1000 მაცხოვრებელი იყო დარჩენილი.