50 მოკლული და აქედან 5 ბავშვი -კრემატორსკში რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად გამოწვეული მსხვერპლი გაიზარდა

08.04.22 20:20
50 მოკლული და აქედან 5 ბავშვი -კრემატორსკში რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად გამოწვეული მსხვერპლი გაიზარდა

50 მოკლული, აქედან 5 ბავშვი- კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად გამოწვეული მსხვერპლის გაიზარდა.  რუსმა ოკუპანტებმა რკინიგზის სადგურზე საევაკუაციოდ გამზადებულ 4 ათასი მშვიდობიანი მოქალაქეს ორი რაკეტა ესროლეს.

კრამატორსკის რკინიზის სადგურზე სისხლის გუბეებია, ცხედრებია მიმოფანტული, გარშემო კი რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული ადამიანების სისხლიანი ნივთები ყრია. იქვეა მიტოვებული ბავშვების სათამაშოებიც. რუსეთმა მშვიდობიან მოსახლეობას რაკეტა ,,ტოჩკა უ" ესროლა, ისეთი იარაღი, რომელიც მიზანს ვერ ასცდებოდა.

300 - ზე მეტი დაჭრილისთვის საავადმყოფოებში ადგილი არ არის, მძიმედ დაშავებულების გადარჩენას ერთდროულად ათობით ქირურგი ცდილობს. დაჭრილებმა სხეულის ნაწილები დაკარგეს, მათ სამკურნალოდ მედიკოსების საკმარისი რაოდენობა არ არის.

რუსეთი ხელს უკრაინისკენ იშვერს, პროპაგანდისტები ამტკიცებენ, რომ მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც ევაკუაციისთვის ემზადებოდნენ, უკრაინელებმა ესროლეს. 

დღის დასაწყისში საუბარი იყო 30 გარდაცვლისა და 100-ზე მეტ დაჭრილ ადამიანზე.

ბოროტება, რომელსაც საზღვარი არ აქვს- ასე შეაფასა პრეზიდენტმა ზელენსკიმ კრამატორსკის რკინიგზის სადგურის დაბომბვის ფაქტი.

მსგავსი სიახლეები