ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ - სიაში პუტინის ქალიშვილებიც მოხვდნენ

09.04.22 11:27
ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ - სიაში პუტინის ქალიშვილებიც მოხვდნენ

ევროკავშირმა რუსეთს ახალი  სანქციები დაუწესა.  მძიმე ფინანსური სასჯელი 200-ზე მეტ რუს ფიზიკურ და 18 იურიდიულ პირს, ასევე, ჟურნალისტებს რუსეთიდან, ლუგანსკისა და დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკებიდან დაუწესდათ.

სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ქალიშვილები – მარია ვორონცოვა და კატერინა ტიხონოვა, რუსი ოლიგარქები – ოლეგ დერიპასკა, ბორის და იგორ როტენბერგები, კირილ შამალოვი, საიდ ქერიმოვი, „სბერბანკის“ ხელმძღვანელი გერმან გრეფი, პროსახელისუფლო პროპაგანდისტი ალექსეი პიმანოვი, გამოცემა „კომსომოლსკაია პრავდას“ მთავარი რედაქტორი პაველ გუსევი, თავდაცვის უწყების წარმომადგენელი იგორ კონაშენკოვი.

გარდა ამისა, ევროკავშირმა აგრეთვე გაყინა „ვითიბის“, „ნოვიკომბანკის“, „სოვკომბანკის“, „ოტკრიტიას“, ასევე 14 რუსული სამრეწველო და სატრანსპორტო კომპანიის აქტივები.