ოკუპანტის სისასტიკე - 14 წლის გოგონა 5-მა რუსმა სამხედრომ გააუპატიურა, მოზარდი ორსულადაა
14 წლის გოგონა, რომელიც უკრაინაში 5 რუსმა ოკუპანტმა გააუპატიურა ორსულადაა. ოკუპანტებმა ასევე გააუპატიურეს 11 წლის ბიჭი ბუჩაში. გაუპატიურება დედის თვალწინ მოხდა. დედა სკამზე მიაბეს და აყურებინეს, როგორ ძალადობდნენ ბიჭზე. ირპენში კი 20 წლის გოგონა ერთდროულად სამმა დამპყრობელმა რამდენჯერმე გააუპატიურა. უკრიანის სახალხო დამცველი უმძმესი ფაქტების შესახებ საუბრობს. ლუდმილა დენისოვამ ისაუბრა რუსი ოკუპანტების მიერ ბავშვების გაუპატიურების ახალ შემთხვევებზე კიევის რეგიონის ტერიტორიებზე, რომლებიც ახლახან გაათავისუფლეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა.
გარდა ამისა, მისი თქმით, რუსეთის ფედერაციაში შეჭრის დაწყებიდან დღემდე დაიღუპა 169 ბავშვი და დაშავდა 306.
ლუდმილა დენისოვას ბოლო ინფორმაციით 7 აპრილს, დროებით ოკუპირებულ ნოვოალექსეევკაში, ოკუპანტებმა გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს 6 შვილის დედა, რომელთაგან ოთხი არასრულწლოვანია ამ დრომდე ქალის ადგილსამყოფელ;ის შესახებ არაფერია ცნობილი.